ჩვენი მხრიდან არის ერთადერთი გზავნილი - კანონპროექტის მიზანი არ არის ვიღაცის შეფერხება, საქმიანობის შეზღუდვა, აკრძალვა, სტიგმატიზაცია და გაშავება, კანონპროექტის მიზანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მისი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე მოქალაქეებისთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აგენტების ამერიკულ კანონზე საუბრისას.
„თუ ეს გზავნილი და სულისკვეთება არ მოდის ღიაობასთან, დემოკრატიასთან, ევროკავშირის პრინციპებთან, ამასთან დაკავშირებით ალბათ კიდევ იქნება მსჯელობა. ჩვენს პარტნიორებთანაც ამაზე გვექნება საუბარი და არც ჩვენ ვაპირებთ ჩაჯინებას და ვიღაცისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ვითხოვთ ერთადერთ რამეს, რომ იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და თანაბარი დისკუსიის უფლება ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“.