ირაკლი ქადაგიშვილი: დიდი პატივისცემით ყველა ქვეყნის საელჩოს, მისი ხელმძღვანელისა და წარმომადგენლის მიმართ, მოგვეცით იმის უფლება, რომ დისკუსია გავხსნათ

ირაკლი ქადაგიშვილი: დიდი პატივისცემით ყველა ქვეყნის საელჩოს, მისი ხელმძღვანელისა და წარმომადგენლის მიმართ, მოგვეცით იმის უფლება, რომ დისკუსია გავხსნათ

დისკუსიის აკრძალვა უკვე ბადებს გარკვეულ შეკითხვას, რატომ არის დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის განხილვა აკრძალული? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, აგენტების ამერიკული კანონი უნდა წავიდეს ვენეციის კომისიაში და იქიდან მოვიდეს რეკომენდაციები და დასკვნები.

„დიდი პატივისცემით ყველა ქვეყნის საელჩოს, მისი ხელმძღვანელისა და წარმომადგენლის მიმართ, მოგვეცით იმის უფლება, რომ დისკუსია გავხსნათ. მოგვეცით უფლება, რომ განვიხილოთ კანონპროექტი, მოგვეცით უფლება იმისა, რომ დავინახოთ, რა არის ამ კანონში კარგი და რა არის ცუდი, რა არის ამ კანონში დამაზიანებელი, მათ შორის ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კუთხით. ხომ შეიძლება, რომ ამაზე ღიად ვისაუბროთ? თუ რადგან ვიღაცამ თქვა, რომ ეს არის რუსული კანონი, ამის გამო ამაზე ყოველგვარი სჯა-ბაასი უნდა მოიხსნას? ეს ყველაფერი უნდა წავიდეს ვენეციის კომისიაში და იქიდან მოვიდეს რეკომენდაციები და დასკვნები. დისკუსიის აკრძალვა უკვე ბადებს გარკვეულ შეკითხვას, რატომ არის დემოკრატიულ ქვეყანაში გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის განხილვა აკრძალული? ვფიქრობ, ჩვენ თუ გვექნება დისკუსია, ალბათ, უფრო ადვილად დავინახავთ, რა შეიძლება იყოს ან დამაზიანებელი, ან სასარგებლო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.