საქართველოს ფოსტამ გამოსცა საქველმოქმედო საფოსტო მარკა სახელწოდებით „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“.
ყოველი გაყიდული მარკიდან 1 ლარი მოხმარდება სოფელ ხოვლეში არსებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ–მუზეუმის რეაბილიტაციას.
მარკა ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის 81 სერვისცენტრში, მთელი საქართველოს მასშტაბით.