13 მარტიდან შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის  სერვისცენტრი  გადამხდელებს აღარ მოემსახურება

13 მარტიდან შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის  სერვისცენტრი  გადამხდელებს აღარ მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს  დისტანციური სერვისების გამოყენების ხელშეწყობას. 13 მარტიდან ისანი-სამგორის  სერვისცენტრი  გადამხდელებს აღარ მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის  სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

სწორედ, ელექტრონული მომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი             86%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის.

იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5247724?publication=0

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევის  (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრს.

აღნიშნული ცვლილების შესახებ, 6 მარტიდან, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება განხორციელდება, როგორც  ავტორიზებული  გვერდის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებით, ასევე სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ციფრული მომსახურების ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.