არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაში იყოს, რომ რამე დააინიციროს, ან მითუმეტეს რამე გაიტანოს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრის შექმნაზე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ რადგან ასე ეტკინა ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი, როგორც ჩანს, მათაც რაღაც პრობლემა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით.
„თვითონ ვერ გაუგიათ პარლამენტში არიან თუ - არა, ქუჩაში გავიდნენ, თუ არ გავიდნენ, ერთმანეთს ეჩხუბებიან, თუ არ ეჩხუბებიან. ერთი პარტია დარჩა თუ სამად გაიყო. არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებიც კი საზოგადოებამ საერთოდ სერიოზულად აღიქვას. რადგანაც ასე ეტკინათ ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი, როგორც ჩანს, მათაც რაღაც პრობლემა აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრს ქმნის. ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, „ნაცმოძრაობის რეესტრში“ ის პოლიტიკოსები შევლენ, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან.