საქართველოს ფოსტას, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ფოსტას, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

მიმდინარე წლის 1 მარტს, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში, საქართველოს ფოსტას, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

გაყიდვაში გაეშვა საფოსტო მარკა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“, ნომინალით 2+1. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მარკის რეალიზაციიდან შემოსული თანხის, კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხვას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა.