მამუკა მდინარაძე: სიტყვა „აგენტი“ თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით

მამუკა მდინარაძე: სიტყვა „აგენტი“ თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით

ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო, - ამის შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი.

„თითოეული დეპუტატი არის ხალხის, მისი ამომრჩევლის გავლენის აგენტი, თუ გნებავთ, რადგან ეს სიტყვა ასე აწუხებთ. ჩვენ ვართ ჩვენი ამომრჩევლების გავლენის აგენტები და დამშვიდდით, მეგობრებო! ეს სიტყვა თუ ასე გაშინებთ და გაშფოთებთ, აგერ, მე გეუბნებით, რომ მე, ჩემი კოლეგები, ყველანი ვართ ჩვენი ამომრჩევლებისა და ქართველი ხალხის გავლენის აგენტები და ასე იქნება ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით. და ეს ნურავის შეგაშინებთ. ვის ინტერესებსაც ემსახურებით, ნუ შეგრცხვებათ იმ ხალხის თუნდაც გავლენის აგენტობა “, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არავის უთქვამს, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით პრობლემა აქვს, უბრალოდ პირდაპირ კოპირებული ამერიკული კანონის თარგმანს რუსულ კანონს უწოდებენ. „არ შეიძლება საზოგადოების არცერთი წევრის ასეთი შეურაცხყოფა“, - დასძინა მდინარაძემ.