ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ამბობს, რომ ვინც ხმას მისცემს მათ შორის ამერიკულ კანონს (ორი ვერსიაა სულ - ამერიკული და ქართული), ამერიკულ ვერსიასაც ვინც ხმას მისცემს, ის არის ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული ვერსია არის ხისტი და არ სჭირდება იმ ინტერესს, რაც მსგავსი ტიპის კანონებს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში ჰქონდეს.
„მე ცოტა მოვერიდებოდი, შესაძლოა, ამას ეთიკაც მავალდებულებს, პოლიტიკოსის დიპლომატიური ეთიკაც, მოვერიდებოდი დამატებით კომენტარებს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკული კანონის თარგმანის მხარდაჭერა დააშორებს ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს, ამას რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ამერიკული ვერსია არის ხისტი, გადაჭარბებული, მართლა არ სჭირდება იმ ინტერესს, რაც მსგავსი ტიპის კანონებს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში ჰქონდეს და ამიტომ არის ქართული ვერსია გაცილებით ლიბერალური. რაც მთავარია, თუკი ვინმე ერთი ადამიანი დაჯდება და კითხვას დასვამს, რომ მოდით, ეს სათაური ჰქვია თუ ტერმინი, გავლენის აგენტი მოვაშოროთ, შინაარსში რა ხდება? შინაარსში პრაქტიკულად არაფერი ხდება გარდა იმისა, რომ უცხოურ დაფინანსებას 20%-ის ზევით მიიღებს თუ არა, უნდა დარეგისტრირდეს და ამის შემდეგ ჩააბაროს დეკლარაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.