სანდრო რაქვიაშვილი: ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს - მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა „არ მოსულა“

სანდრო რაქვიაშვილი: ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს - მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა „არ მოსულა“

ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს - მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა „არ მოსულა", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა „თავდაცვის კოდექსთან" დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბიუჯეტში შესაბამისი რესურსები არსებობს.

"ამორალურია, როცა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მმართველი გუნდის წევრები კითხვებს არ პასუხობენ. ამის ნაცვლად, ხან ფანჯარას გააღებენ ხმის ჩასახშობად, ხან ჩხუბს იწყებენ და ა.შ. წინააღმდეგი ვართ იძულებითი შრომისა და მონობის. ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს. მით უმეტეს, ეს რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტში არსებობს. ადრე თუ გვიან მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა "არ მოსულა". თუ გენერლებს სჭირდებათ მეტი ჯარისკაცი ჰყავდეთ, ამისთვის თავდაცვის ბიუჯეტში მეტი თანხა უნდა გაითვალისწინონ და ისეთი ხელფასი გადავუხადოთ, რომ ისინი ჯარში ნებაყოფლობით მივიდნენ,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

 

amo ბედოვლათო სანდრო, ე. ი. ისრაელში ყველა მონები ყოფილა. აბა, ააპილპილე თვალები.
2 წლის უკან