იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენაზე: ეს ადამიანი მორალზე უარს არ იტყვის, რა თანამდებობაზეც არ უნდა დავნიშნოთ - პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება

იაგო ხვიჩია სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანის წარდგენაზე: ეს ადამიანი მორალზე უარს არ იტყვის, რა თანამდებობაზეც არ უნდა დავნიშნოთ - პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება

ლევან იოსელიანს პირადად ჩემი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ „გირჩის“ წევრებთან ჯერ კიდევ სალაპარაკო აქვს, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარდგენას.

„ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია და მე მხარს მეგობარს ვუჭერ. ეს ადამიანი მორალზე უარს არ იტყვის, რაც არ უნდა თანამდებობაზე დავნიშნოთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.