FBI-ის დირექტორი: დიდი ალბათობით, Covid-19 ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში შეიქმნა

FBI-ის დირექტორი: დიდი ალბათობით, Covid-19 ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში შეიქმნა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კრისტოფერ რეის განცხადებით, Covid-19 დიდი ალბათობით „ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში“ შეიქმნა.

„უკვე კარგა ხანია, FBI თვლის, რომ პანდემიას, დიდი ალბათობით, წინ უძღოდა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტი“, - განაცხადა კრისტოფერ რეიმ.

ეს არის პირველი საჯარო აღიარება FBI-ს მხრიდან მას შემდეგ, რაც უწყებამ მოამზადა გასაიდუმლოებული ანგარიში პანდემიის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ Covid-19-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა.