გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ხშირად დახედოს თავის ტიტულს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია - ბოლო დროს მისი განცხადებები ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, გარდა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ხშირად დახედოს თავის ტიტულს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია - ბოლო დროს მისი განცხადებები ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, გარდა საქართველოსი

თუ პრეზიდენტი ვერ ახერხებს, რომ განცხადებები საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს, საწინააღმდეგოს მაინც ნუ გააკეთებს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია.

„პრეზიდენტმა ხშირად რომ დახედოს თავის ტიტულს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, კარგი იქნება. ბოლო დროს მისი განცხადებები ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, გარდა საქართველოსი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.