საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი დედა გიული ალასანია, გარკვეულწილად, თავიანთივე საქციელის მძევლები არიან და იძულებულები არიან, გააგრძელონ ძალისხმევა იმისათვის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად.
„გიული ალასანიას ალბათ აიძულებს ის ძალა, რა ძალამაც პროვოცირება გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვას და მთელ ამ კაპმანიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. აქ უკვე გიული ალასანიაც და მიხეილ სააკაშვილიც, გარკვეულწილად, მძევლები არიან თავიანთივე საქციელისა, რომ მათ გააგრძელონ ძალისხმევა იმისათვის, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად“, - აცხადებს ქადაგიშვილი.