საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ არის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოს რეპუტაციას.
„ვხედავთ, რომ ის კამპანია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშია აგორებული საქართველოს წინააღმდეგ, საზღვარგარეთ არის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს რეპუტაციას საზღვარგარეთ, ძირი გამოუთხარონ პარტნიორობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.