რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა

რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკი გამოეხმაურა ქართველი კოლეგის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელმაც უკრაინას რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე მხარდაჭერა გამოუცხადა და გამარჯვება უსურვა.

რუსლან სტეფანჩუკმა პაპუაშვილს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა.

„დიდი მადლობა, ბატონო სპიკერო!“ - წერს სტეფანჩუკი Twitter-ზე.