გიორგი ხელაშვილი: მეტი დახმარება და მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის - ამას ველოდებით იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი შავი ზღვაა

გიორგი ხელაშვილი: მეტი დახმარება და მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის - ამას ველოდებით იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი შავი ზღვაა

მაქსიმუმი რაც საქართველომ უნდა მიიღოს, პირდაპირი წევრობაა, მაგრამ რეალისტურად ამის მოლოდინი ვილნიუსის 2023 წლის სამიტზე არ არსებობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა.

„მეტი დახმარება და მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის - ამას ველოდებით და თან იმის გათვალისწინებით, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე ცხელი წერტილი შავი ზღვაა. მე ვიტყოდი, რომ შავი ზღვის მიმართულებით ნატოს რეალური დახმარება არა მარტო შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს, არამედ აღმოსავლეთ სანაპიროში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იქნებოდა. თუმცა რამდენად შეძლებენ მოკავშირეები შეჯერდნენ ამაზე, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. ვილნიუსის სამიტზე გაწევრიანება დიდი ალბათობით არ მოხდება, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისეთი აშკარა და სავარაუდო კანდიდატები, როგორიც ფინეთი და შვედეთი არიან“, - განაცხადა ხელაშვილმა.