როდესაც ამბობენ, რომ მეტი უნდა გაკეთებულიყო, კარგი იქნება რომ ამასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკა იყოს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა უკრაინისადმი დახმარების შეფასებისას განაცხადა.
„ყოველთვის როდესაც ამ „მეტზე“ კონკრეტიკაში გაჰყვები, მერე თავს იკავებენ. საქართველომ ყველაფერი გააკეთა არა იმიტომ, რომ ამისთვის მადლობა გვჭირდებოდა ან რაღაც. გავაკეთეთ იმიტომ, რომ სხვანაირად ქართველი კაცი არც გააკეთებდა. ამიტომ მთავრობას ამის გამო არც არასდროს ბევრი არ უტრაბახია. თუ რამე გვითქვამს, გვითქვამს იმიტომ, რომ ბრალდებების კორიანტელი შიგნიდან თუ გარედან შეგვენელებინა. სხვათა შორის საქართველოს პრეზიდენტს ერთხელ არ დაუცვია თავისი სახელმწიფო, როდესაც შიგნიდან თუ გარედან, ყოველგვარი დოკუმენტის, ფაქტისა და დასაბუთებული ეჭვის გარეშე, საქართველოს უმძიმეს ცოდვებში ხვევდნენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.