რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. რუსულმა რევანშიზმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს კიევი და ვილნიუსი, კიშინიოვი, ვარშავა, ჩვენი ძმები ლატვიაში, ესტონეთში, საქართველოსა და ყველა სხვა ქვეყანაში, რომელსაც ახლა ემუქრებიან რუსი მკვლელები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვაში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა დროა, როდესაც ყველას ერთად შეუძლია, დაიცვას თავისუფლება სამუდამოდ. „ჩვენ ეს შეგვიძლია. ჩვენ გვაქვს ეს ისტორიული შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მას სჯერა, რომ ეს წელი საერთო მტერზე საერთო გამარჯვების წელი იქნება.
„დედამიწაზე აღარავის უნდა დაემუქრონ შიმშილით ან რადიაციული კატასტროფით, აგრესიითა და ტერორით, ენერგომომარაგების შეფერხებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, დეპორტაციით და ეკოციდით. რუსეთს ეს ყველაფერი მოაქვს აგრესიასთან ერთად. ჩვენ ამას შევაჩერებთ. ჩვენი გმირი სამხედროები ამას გააკეთებენ. თქვენთან და მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობით ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.