„ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძის წასვლა არ გამიკვირდა, ის უფრო მიკვირს, აქამდე რატომ დააგვიანდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„დიდი ხანი ვსაუბრობდი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე. აქამდეც მეგონა, რომ დაშლილი იქნებოდა. ჩემი აზრით, ძალიან იგვიანებენ. არ გამკვირვებია ბატონი რომანის წასვლა, უფრო ის გამიკვირდა, აქამდე რატომ დააგვიანდა. არ მგონია, რომ ეს არჩევნების ან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ხდება. ეს არჩევნებიც სიმპტომია იმ ძირითადი პრობლემის, რომლის გამოც ბატონი რომანი წამოვიდა, რომლის გამოც, ზოგადად, ეს პარლამენტი არ გამოვიდა ისეთი ეფექტური, როგორიც შეიძლებოდა, ყოფილიყო იმ რაოდენობის ოპოზიციონერების ხელში, რა რაოდენობითაც ხალხმა მანდატი მისცა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რომან გოცირიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.