ირაკლი ქადაგიშვილი: ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა

ხალხში არსებობს რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ქვეყანაში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველოა, მაინც რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ ქვეყანაში თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ, მთავრობას შეუძლია კრიზისის მართვა და ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა, ხალხში არსებობს. გარკვეულწილად პოლიტიკური პარტიების კვლევის ნაწილშიც ციფრები გვიჩვენებს, რომ ყველაზე მეტ ნდობას „ქართული ოცნება“ იმსახურებს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ გამოკითხულთა 25% თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს