საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან ექიმები, ამიტომ თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს, დაეკითხონ ექიმებს.
„სამედიცინო საკითხები, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის კლინიკაში წყდება, იქ არის გადასაწყვეტი. ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასზე პასუხისმგებლები არიან ექიმები. თუ ვინმე რაიმე საკითხი აინტერესებს, დაეკითხონ ექიმებს, და არ დაიწყონ რაღაც სპეკულაციები“, - აცხადებს მათიკაშვილი.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სიცრუეა. ნადირაძის თქმით, პაციენტი იმყოფება თავის პალატაში და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.