ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობისადმი, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობისადმი, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ

რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ თავის დროზე, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა

იგი „იმედის კვირასთან“ სააკაშვილის მედდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„საზოგადოებამ ცნობილ ვიდეო კადრებში იხილა სააკაშვილის დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მიმართ. ეს შემაშფოთებელია და ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომ ეს ადამიანი იყო 9 წელი საქართველოს პრეზიდენტი. რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ თავის დროზე, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, - განაცხადა კობახიძემ.

„იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მედდა განმარტავს, თუ როგორ ძალადობს ექსპრეზიდენტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალზე.