ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი თავის პარტიაში დამარცხდა - ისედაც ხომ სულს ღაფავდა ეს პარტია და შემდეგ უკვე თავისი ბელადიც კი გაემიჯნა მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემს

ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი თავის პარტიაში დამარცხდა - ისედაც ხომ სულს ღაფავდა ეს პარტია და შემდეგ უკვე თავისი ბელადიც კი გაემიჯნა მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემს

სააკაშვილმა დაარტყა მერაბიშვილს, ანუ ხაბეიშვილს ფრთას და შედეგად მივიღეთ ის, რომ სააკაშვილი თავის პარტიაში დამარცხდა. ისედაც ხომ სულს ღაფავდა ეს პარტია და შემდეგ უკვე თავისი ბელადიც კი გაემიჯნა მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემს და საკუთარ პარტიაში დამარცხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ხაბეიშვილს კარგად ვიცნობ - იქითა კვირიდან, ერთ ორ ქუჩას გადაკეტავენ, მივარდნები, მოვარდნები, შეკრებს 300 კაცამდე, იმიტომ რომ ახალია და მოლოდინები მაინც სხვა არის მხარდაჭერებში. მე ვურჩევდი ბატონ ხაბეიშვილს - გამოიყენოს ეს პლატფორმა და იმ 12-პუნქტიან გემაში, თუ რაიმე ნიჭი და შესაძლებლობა, რესურსი აქვს, ან შეიძლება გაუჩნდეს, ამაში დახარჯოს, რომ იქნება რამენაირად მათი ჩართულობით კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. მერე ვეტყვი, რომ ყოჩაღ, შენ ეს შეძელი. თუ არადა, როგორც მანამდე იყო, პირველი ტალღა, მეორე, მესამე, ასე ნუმერაციით იქნება და ბოლოს სავარაუდოდ გადააყენებენ და რეალური სახე მოვა პარტიის.

სიმართლე გითხრათ, ეს შიდა პარტიული თემები რეალურად არც მაინტერესებს. ჩემი მნიშვნელოვანი გეგმა ის არის, რომ წალენჯიხაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, წყალმომარაგების საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ; კანალიზაციის თემა ჩემს წალენჯიხაში ბოლომდე მივიყვანოთ და ასვე, პრემიერის მაგარი ინიციატივა, რომელიც ბაღების რეაბილიტაციასა და ახლის აშენებას გულისხმობს, ეს ყველა იმ წერტილში იყოს გაკეთებული იყოს მაქსიმალურად გაკეთებული, სადაც ამის საჭიროება არის. ჩვენ ქვეყანას უნდა მივხედოთ. მათი [ნაციონალური მოძრაობა] ხელწერა ყველამ ვნახეთ, ამიტომ არ არის საინტერესო“, - განაცხადა ზარქუამ.