ჰერმან საბო: მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი და ამით სიგნალი გაუშვა, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც დადგა. რაღაცნაირი შეთანხმების სუნი ჟონავს

ჰერმან საბო: მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი და ამით სიგნალი გაუშვა, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც დადგა. რაღაცნაირი შეთანხმების სუნი ჟონავს

ჰერმან საბომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები შეაფასა. ამ თემაზე „გირჩის“ წევრმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. საბოს თქმით, არჩევნების გაყალბებული იყო, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ „გირჩის“ წევრებმა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღება შეძლეს. თავმჯდომარედ ხაბეიშვილის არჩევის უკან კი დეპუტატი გარკვეულ შეთანხმებას ხედავს.

„მიშამ „დალოცა“ ხაბე და მისი გუნდი, რაშიც მერაბიშვილი და კეზერაშვილი მოიაზრებიან და ამით სიგნალი გაუშვა, რომ კმაყოფილია იმ შედეგით, რაც დადგა. ან პოსტ-ფაქტუმ არის კმაყოფილი, ან წინასწარ ასე იყო გათვლილი. რა თქმა უნდა ვარაუდის დონეზე, მე იმ ვერსიას ვეთანხმები, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული თამაში იყო. ისე არ გაიგოთ, რომ მე ვაკრიტიკებ მათ ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. „გირჩი“ ყოველთვის ვიძახდით, რომ მიხეილ სააკაშვილის რაღაც სახით გამოშვების წინაპირობა რაღაც სახის პოლიტიკური შეთანხმებაა „ქართულ ოცნებასთან“. ასეთ შეთანხმებას მოველოდით კიდეც, უბრალოდ გული მწყდება, რომ თუ ასეთი შეთანხმება არსებობდა რაღაცნაირი სპექტაკლით რატომ გვატყუებდნენ, რომ რაღაცნაირი დაპირისპირება და პარტიის გადაბირება იყო?

მანამ, სანამ მიშა იქნებოდა ამ პარტიის ფლაგმანი, რა არ უნდა კომპრომატების ომი ყოფილიყო, მიშას რეიტინგი მიშასთან დარჩებოდა. ახლა, როდესაც მიშა ცდილობს დისტანცირდეს პოლიტიკიდან და თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობა დაამტკიცოს, რაღაც ქმედება გახდა საჭირო, რომ დაემტკიცებინა, რომ მზად არის ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს და სანაცვლოდ გაიყვანონ ქვეყნიდან. ამ შეთანხმების რაღაცნაირი სუნი ჟონავს“, - განაცხადა საბომ.

დეპუტატის თქმით, მისი ვარაუდი დადასტურდება, თუ შემდეგ ეტაპზე სააკაშვილის საზღვარგარეთ გაუშვებენ.