ვატო შაქარიშვილი:  გუბაზ სანიკიძე ითხოვს მისი ხმა ორად ჩაითვალოს, საინტერესოა, რა შემოხაზა მურმან დუმბაძემ და თუ დარჩა მას კიდევ რაიმე გასახმობი

ვატო შაქარიშვილი:  გუბაზ სანიკიძე ითხოვს მისი ხმა ორად ჩაითვალოს, საინტერესოა, რა შემოხაზა მურმან დუმბაძემ და თუ დარჩა მას კიდევ რაიმე გასახმობი

არჩევნები ნაცმოძში წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით!  - ასე ეხმიანება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგს მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

„არჩევნები ნაცმოძში წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით! დაფიქსირდა მკვდარი სულების მიერ ხმის მიცემის შემთხვევები, მაგალითად როგორიცაა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუბაზ სანიკიძე ითხოვს მისი ხმა ორად ჩაითვალოს! საინტერესოა რა შემოხაზა მურმან დუმბაძემ და თუ დარჩა მას კიდევ რაიმე გასახმობი!

მოკლედ მე არც ვაღიარებ და არც არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე