ნიკო ჩხეტიანი: ნებისმიერ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტთან პირდაპირ გამოცხადებულია ომი მხოლოდ ერთი მიზნით - ნებისმიერი აქტივობა, რაც დღეს ხორციელდება, გამოცხადდეს დანაშაულად და ბოროტებად

ნიკო ჩხეტიანი: ნებისმიერ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტთან პირდაპირ გამოცხადებულია ომი მხოლოდ ერთი მიზნით - ნებისმიერი აქტივობა, რაც დღეს ხორციელდება, გამოცხადდეს დანაშაულად და ბოროტებად

ნებისმიერ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტთან პირდაპირ გამოცხადებულია ომი მხოლოდ ერთი მიზნით - ნებისმიერი აქტივობა, რაც დღეს ხორციელდება, გამოცხადდეს დანაშაულად და ბოროტებად, - ამის შესახებ „იმედის კვირაში“ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა განაცხადა.

„არსებობის 27 წლის განმავლობაში ფონდ „ქართუს“ იმდენი ობიექტი აქვს გადაცემული სახელმწიფოსთვის - მაგალითად, იპოდრომის ტერიტორია ვაჩუქეთ ქალაქს, შეკვეთილში ღია საკონცერტო დარბაზი, გავარემონტეთ და ისევ სახელმწიფოს გადავეცით აბსოლუტურად ყველა დრამატული ქალაქი, ნულიდან შევქმენით რაგბის სტადიონების ქსელი და გადავეცით სახელმწიფოს. საზოგადოებრივი ცხოვრების რა სფეროც არ უნდა ვახსენოთ, ყველგან გვაქვს განხორციელებული ქველმოქმედების მაგალითები“, - განმარტავს ჩხეტიანი.

მან „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტზეც ისაუბრა. ფონდი „ქართუ“ „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში მუნიციპალიტეტს გადასცემს.

ფონდი „ქართუ“ ისეთი პროექტის შექმნას გეგმავს, რომელიც აქ შუშის ორი, ცაში აზიდული ვერტიკალის მშენებლობას ითვალისწინებს, ისე რომ მის მულტიფუნქციურ პიედესტალში აბრეშუმის ქარხნის ისტორიული შენობები შენარჩუნდება. ფონდის მიერ დაქირავებული არქიტექტორები პირველ ეტაპზე მერიასთან მხოლოდ ტერიტორიის განაშენიანების სქემას ათანხმებენ.

მულტიფუნქციური ცენტრის გარდა, სავარაუდოდ ერთ ცათამბჯენში ბიზნეს ცენტრი იქნება, მეორე კი საცხოვრებელ აპარტამენტებს დაეთმობა. თავად ფონდი ბოლომდე დასრულებულ პროექტს გაყიდის და მას კერძო კომპანია ან ინვესტორი ააშენებს. მიღებული შემოსვლას კი „ქართუ“ საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარს.