ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: თუ ჩვენ ვსაუბრობთ შვეიცარიის საბანკო სისტემის მდგრადობაზე, მაშინ ვსვამ კითხვას, სად არის შვეიცარიის კონფედერაციის ზედამხედველი და რატომ არ იღებს ის სათანადო და გადამჭრელ ღონისძიებებს

ვიქტორ ყიფიანი Credit Suisse-ის საქმეზე: თუ ჩვენ ვსაუბრობთ შვეიცარიის საბანკო სისტემის მდგრადობაზე, მაშინ ვსვამ კითხვას, სად არის შვეიცარიის კონფედერაციის ზედამხედველი და რატომ არ იღებს ის სათანადო და გადამჭრელ ღონისძიებებს

ჩვენ ვსვამ კითხვას, სად არის შვეიცარიის კონფედერაციის ზედამხედველი და რატომ არ იღებს ის სათანადო და გადამჭრელ ღონისძიებებს, რომ ეს გაუგონარი უსწორობა გამოსწორდეს, - ამის შესახებ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსმა პარტნიორმა ვიქტორ ყიფიანმა „იმედის კვირას“ Credit Suisse-ის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, მათთვის აღნიშნული ბანკის მენეჯმენტის მოქმედება „შვეიცარიის საბანკო სისტემა და შვეიცარიის სახელმწიფოს მოქმედება ამ კონკრეტულ ქეისში სხვა არაფერია თუ არა ერთი და იგივე მდგენელი“.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ შვეიცარიის საბანკო სისტემის მდგრადობაზე, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო სისტემური ფლაგმანური ბანკი არის Credit Suisse, მაშინ ჩვენ ვსვამ კითხვას, სად არის შვეიცარიის კონფედერაციის ზედამხედველი და რატომ არ იღებს ის სათანადო და გადამჭრელ ღონისძიებებს, რომ ეს გაუგონარი უსწორობა გამოსწორდეს. ამიტომ ჩვენთვის ბანკის მენეჯმენტის მოქმედება შვეიცარიის საბანკო სისტემა და შვეიცარიის სახელმწიფოს მოქმედება ამ კონკრეტულ ქეისში სხვა არაფერია თუ არა ერთი და იგივე მდგენელი.

ხომ არ არის სხვა რაიმე მოსაზრებები რომელთა გამოისობითაც სწორედ ბანკსა და მის მენეჯმენტს უღირს იმის კეთება, რაც ჩვეულებრივ, ნორმალურ ვითარებაში ბანკის მენეჯმენტი საკუთარი ბანკის მიმართ არ უნდა აკეთებდეს. მაშინ რა არის ის მოსაზრებები და სწორედ ეს რიტორიკული კითხვებია ჩვენ მიერ წამოჭრილი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და მსმენელმა ჩვენთან ერთად იმსჯელოს და მივიდეს სწორ დასკვნებამდე“, - განაცხადა ყიფიანმა.