მიხეილ ყაველაშვილი გიული ალასანიას ბოლო განცხადებას გამოეხმაურა. „ხალხის ძალის“ წევრის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის და მისი მხარდამჭერების განცხადებები ღიმილისმომგვრელია.
„უკვე ღიმილისმომგვრელია მათი განცხადებები. ხელის გულზეა ყველაფერი. მას [სააკაშვილს] გათვითცნობიერებული აქვს, რომ სასჯელის მოხდა უწევს და ვერ ეგუება ამ სტატუსს. ეს არის თაღლითურ კორპორაცია საერთაშორისო დონეზე. მახსენდება მელიას, ხატია დეკანოიძის განცხადებები, თუ რამდენად შეუძლებელია სააკაშვილის საქართველოში მკურნალობა. სააკაშვილი თურმე თავად აირჩევს, სად ურჩევნია მკურნალობა. პირდაპირ მიდის ძალადობრივი ქმედება სააკაშვილის დასახსნელად. არც ახსოვთ საკუთარი განცხადებები და შეუძლიათ ასე უხეშად შეცვალონ მოთხოვნა და განცხადებები. ეს არის თაღლითების კრებული და ცდილობენ ნაცარი შეაყარონ საზოგადოებას, იკადრონ ყველაფერი მიზნის მისაღწევად“, - ამბობს ყაველაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მათი თხოვნა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა კი არა, არამედ - სასჯელის გადავადება.