ფერმაში ნაპოვნი ანტონ ვან დეიკის უცნობი ნახატი, რომელიც ჩიტების ექსკრემენტით იყო დაფარული, აუქციონზე $3 მილიონად გაიყიდება

ფერმაში ნაპოვნი ანტონ ვან დეიკის უცნობი ნახატი, რომელიც ჩიტების ექსკრემენტით იყო დაფარული, აუქციონზე $3 მილიონად გაიყიდება

2002 წელს ნიუ-იორკთან ახლოს მდებარე ფერმაში ფრინველის ექსკრემენტით დაფარული ნახატი აღმოაჩინეს, რომელიც მე-17 საუკუნის ფლამანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის შედევრი აღმოჩნდა. ის ამჟამად აუქციონზეა გატანილი და 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ადგილობრივმა კოლექციონერმა რობერტსმა ნახატი 600 დოლარად შეიძინა. მან ჩათვალა, რომ ტილო ჰოლანდიის ოქროს ხანას ეკუთვნის და შესამოწმებლად წაიღო.

2019 წელს ხელოვნებათმცოდნეებმა დაადასტურეს, რომ ტილო ეკუთვნის მე-17 საუკუნის ფლამანდიელი მხატვრის ანტონ ვან დეიკის ადრეულ ნამუშევრებს. ჩანახატი, რომელიც ასახავს დახრილ მოხუცს, როტერდამის მუზეუმში ინახება.

ალბერტ რობერტსის გარდაცვალების შემდეგ, ნახატი Sotheby's Master Week-ის აუქციონზე გაიტანეს. ნახატი 3 მილიონ დოლარად არის შეფასებული.