გიული ალასანია სააკაშვილზე:  ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება, თავისუფალი რომ იქნება, მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება და აქ აპირებს მკურნალობას

გიული ალასანია სააკაშვილზე: ჩვენი თხოვნაა, სასჯელის გადავადება, თავისუფალი რომ იქნება, მიიღებს გადაწყვეტილებას, სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება და აქ აპირებს მკურნალობას

ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე განაცხადა.

გიული ალასანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია.

„ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელი. ადამიანი თავისუფალი, რომ იქნება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას? ეს მე არ ვიცი.

ვერ ჭამს, ვერ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია, ეს ხომ ცნობილია“,- აღნიშნავს ალასანია.

merab იქნებ აქ რჩება! იქნებ არა! კაი ერთი! ვიმარჩიელოთ? 6 წელი მიუსაჯეს, როცა სამუდამო ეკუთვნის და ისიც, არ უნდა რომ იჯდეს.
მალე ხელისუფლება შეიცვლება ეროვნული ხელისუფლებით და გადავადება კი არა, გახანგრძლივება მოხდება ვადის უკუნითი უკუნისამდე.
2 წლის უკან