მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები "ვივა-მედში" გასვლითი სხდომის ჩატარებას ითხოვენ. ვალერი გელბახიანის თქმით, მართებული იქნება, თუ პროცესი მესამე პრეზიდენტის თანდასწრებით ჩატარდება.
"ასეთი ტიპის განცხადებები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ვის ხელშიც არის, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს იმისას, რომ გამიზნულად მოქმედებს რაღაც კორპუსი, რაღაც ჯგუფი, ჩემთვის ეს უცნობია, რომ სწორედ ის შედეგი დადგეს, სააკაშვილის სიცოცხლე დამთავრდეს კატასტროფით. აცხადებენ, რომ არ მოდის ბრალდებული სხდომაზე და არსებობს ამის ობიექტური გარემოება. ხომ შეიძლება, რომ ის სასამართლო, რომელიც დღეს ამ შუამდგომლობას იხილავს, ადვოკატებთან ერთად მივიდეს იქ, სადაც წევს სააკაშვილი და მისი თანდასწრებით გავაგრძელოთ განხილვა შუამდგომლობის?" - ამბობს გელბახიანი.