იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: თუ არ იციან ზუსტად, როგორ შეიძლება დაიშალონ, „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება კარგი მაგალითის აღება

იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობაზე“: თუ არ იციან ზუსტად, როგორ შეიძლება დაიშალონ, „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება კარგი მაგალითის აღება

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, დაშლის პროცესში მაგალითი „ევროპული საქართველოდან“ აიღონ.

„ყველასთვის სჯობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩუმად დაიშალოს, ჩხუბის და რაღაცების გარეშე. თუ მაინც და მაინც არ იციან ზუსტად, როგორ შეიძლება დაიშალონ, „ევროპული საქართველოდან“ შეიძლება კარგი მაგალითის აღება. დაშლა უხმაუროდ მათ ყველაზე კარგად და კვალიფიციურად იციან“, - განაცხადა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ არჩევნების დროს მელიას მიუღია საჩუქრები და ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც დღეს დადის, რასაც მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა და აღნიშნა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ სჭირდებოდა დაცვა და, შესაბამისად, დამატებითი ავტომობილი. მელია წერს, რომ დაცვას ოჯახის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი გადასცა, თავად კი პარტიის ავტომობილით სარგებლობდა, რომელიც კობა ნაყოფიას თხოვნით „ნაცმოძრაობას“ ზაზა ოქუაშვილმა ათხოვა.

„ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი, დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?“, - წერს მელია.

Ninja მეც ვემხრობი უხმაუროდ დაშლა- გაქრობას. 😁😁
6 დღის უკან