ლევან მამალაძე პროკურატურისგან საკუთარ სარჩელზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს. საუბარია 2008 წლის ომში დამარცხების მიზეზების გამოძიებაზე. მამალაძეს კითხვები აქვს წინა ხელისუფლების ქმედებებზე.
„2 კვირა გავიდა და გენერალურ პროკურატურას ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომკვლევი მიზეზების გამოძიების დაწყებას უკავშირდება, რეაგირება არ ჰქონია. ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტი, იმის უამრავი დამადასტურებელი ნიშანი თუ როგორ მოხდა სახელმწიფოს წინაშე დანაშაულის ჩადენა მაშინდელი პრეზიდენტისა და მთავარსარდლის - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. რა გარიგებაში შევიდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან?“, - აცხადებს მამალაძე.
ლევან მამალაძემ პროკურატურაში განცხადება ახალი საზოგადოებრივი პლატფორმის - „დაიცავი მშვიდობის“ სახელით შეიტანა.