დავით ნარმანია USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ნარმანია USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, სასწავლო ცენტრის ორგანიზაციის, ბიუჯეტის, სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ცენტრის ოპერირების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა.

შეხვედრაზე დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ USAID-თან ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ სემეკის, არამედ ახლა უკვე ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებშიც. საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დღემდე რამდენიმე შეხვედრა, რომლის მიზანიც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, როგორც ორგანიზაციის, ასევე ცენტრის ტრენინგების სწორი ჩამოყალიბება და განვითარებაა. ვგეგმავთ, მომავალში უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ 

შეხვედრის ფარგლებში USAID-ის საქართველოს ენერგეტიკის მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის მიერ მოწვეულმა „დელოიტ კონსალტინგის“ ექსპერტმა, დოქტორმა რაჯ ბარუამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აშშ-ს გამოცდილება სასწავლო ცენტრის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებით.  დოქტორ რაჯ ბარუას აქვს 30 წელზე მეტი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. იგი წლების განმავლობაში კონსულტაციებს უწევდა სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ კომისიებს.