დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფების ადგილი ნამდვილად აღარ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში

დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ამ რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფების ადგილი ნამდვილად აღარ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში

დავით მათიკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ამ პარტიის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის.

„ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ამ რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფების ადგილი ნამდვილად აღარ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ეს იქნება რეალური შედეგი, რითაც ეს ყველაფერი დასრულდება. ეს კარგია, იმიტომ რომ საზოგადოებას ჯანსაღი ოპოზიცია სჭირდება“, - აცხადებს მათიკაშვილი.