კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა კალიფორნიაში - 67 წლის კაცმა 7 ადამიანი მოკლა

კიდევ ერთი მასობრივი მკვლელობა კალიფორნიაში - 67 წლის კაცმა 7 ადამიანი მოკლა

ორშაბათს, ნაშუადღევს, კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოდან 48 კმ-ით სამხრეთით მდებარე ქალაქ ხაფ-მუნ-ბეიში  7 კაცი მოკლეს.

სან-მატეოს ოლქის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დეივ პაინის თქმით, 4 კაცი სოკოს ფერმის სათბურებში მოკლეს, 3 კი ფერმიდან დაახლოებით 8 კმ-ის დაშორებით მდებარე საავტომობილი სატვირთო საწარმოში.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი 67 წლის ჟაო ჩუნგლი პოლიციამ თავის მანქანაში დააკავა. მის მანქანაში პოლიციამ იარაღი იპოვა. დაკავებისას ჟაო ჩუნგლის  წინააღმდეგობა არ გაუწევია.

პაინის თქმით, ეჭვმიტანილი ერთ-ერთ ბიზნესში მუშაობდა. მან ჩუნგლის „უკმაყოფილო მუშაკი" უწოდა.

„ინციდენტის მოტივი ჯერჯერობით უცნობია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ტელეარხ MSNBC-ის წყაროს ცნობით, სროლის შედეგად დაღუპულები ჩინელები არიან.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს კალიფორნიაში 72 წლის ჰუ კანგ ტრანსმა 10 კაცი მოკლა და დაკავებისას თავი მოიკლა. მოგვიანებით მის მიერ ატეხილი სროლის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი კაცი გარდაიცვალა.