„აქსელ შპრინგერს

„აქსელ შპრინგერს" სურს ბეჭდური გაზეთების გამოცემა შეწყვიტოს

„აქსელ შპრინგერის" შემოსავლის უმეტესი ნაწილი უკვე ციფრული ბიზნესიდან მოდის. მედიაკომპანიის ხელმძღვანელი ვეღარ ხედავს მომავალს ისეთი გაზეთების ბეჭდურ გამოცემებში, როგორიცაა Bild და Welt.  

აღმასრულებელი დირექტორის მათიას დოპფნერის თქმით, მედია კომპანია „აქსელ შპრინგერის"-ის  ბეჭდურ გაზეთს (Bild, Welt) მომავალი აღარ აქვს.

„ჩემი მიზანია დავასრულო ციფრული ტრანსფორმირება და ვაქციო „აქსელ შპრინგერი" წმინდა ციფრულ კომპანიად“, - განაცხადა დოფნერმა-მა საინფორმაციო სააგენტო dpa-თან საუბარში. დოფნერმა არ დაასახელა ტრანსფორმირების დასრულების თარიღი.

„არ ვიცი როდის. მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ერთ დღეს „აქსელ შპრინგერს" არ ექნება ნაბეჭდი გაზეთი Bild, ნაბეჭდი Welt ან რაიმე ნაბეჭდი გაზეთი, გარდა, შესაძლოა, სპეციალური გამოცემებისა“, - თქვა დოფნერმა.

ტირაჟი ათწლეულების განმავლობაში იკლებს. ცოტა ხნის წინ, Bild-ის ტირაჟი მილიონზე დაეცა, ხოლო ელექტრონული გამოცემის („ელექტრონული ქაღალდის“) გაყიდვები გაიზარდა.

„აქსელ შპრინგერი უკვე დიდი ხანია მისდევს ნაბეჭდი გამოცემების ციფრულ ფორმატად გარდაქმნის სტრატეგიას. 2021 წლის შემოდგომაზე კომპანიამ ასევე მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ამერიკული ბიზნესი Politico მედია ჯგუფის შეძენით. ციფრული ბრენდები "Insider" და "Morning Brew" ასევე ეკუთვნის ამ ბიზნესჯგუფს.

„დღეს ჩვენ ვართ მეოთხე უმსხვილესი გამომცემელი აშშ-ში მოცვის თვალსაზრისით“, - ამბობს დოპფნერი. „მეოთხიდან მესამეზე, მესამიდან მეორეზე და ერთ დღეს კი, შესაძლოა მეორიდან პირველზე გადავიდეთ. ეს არ არის შეუძლებელი.”

„აქსელ შპრინგერის"-ის გაყიდვებიდან, რომელიც გასულ წელს დაახლოებით 3,9 მილიარდი ევრო იყო, 85 პროცენტი ციფრულ ბიზნესის წილი იყო. მან მოიტანა მოგების 95 პროცენტზე მეტი, დაახლოებით 750 მილიონი ევრო. გერმანულ მედიაკომპანიას ახლა ჰყავს 18000 თანამშრომელი 40-ზე მეტ ქვეყანაში. ჯგუფს ასევე სურს დააფინანსოს თავისი სამომავლო გეგმები კომპანიის, კერძოდ, ვაკანსიების შესახებ 20 ქვეყანაში 40-ზე მეტი პორტალის მფლობელი Stepstone-ს აქციების გასაჯაროებით.