წუხილები გამოითქმის სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით - რატომ იღებს მოსამართლეთა კორპუსი გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებზე. აქ ლეგიტიმური კითხვა დაისმის - მაშ, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ორჯერ ორი მესამედით გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს, რომ უარი უთხრა მოსამართლეებს თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ გადაწყვეტილებების მთავარი მიმღებები იყვნენ პოლიტიკური, ან პოლიტიკურ სუბიექტებთან ახლოს მყოფი პირები. ეს არ არის საუკეთესო ევროპული გამოცდილება. დღესდღეობით წუხილები გამოითქმის სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან იმასთან დაკავშირებით - რატომ იღებს მოსამართლეთა კორპუსი გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებზე. აქ ლეგიტიმური კითხვა დაისმის - მაშ, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმ საკითხებზე, რომელიც სასამართლოს შეეხება, თუ არა მოსამართლემ. ის დრო, როდესაც 2012 წელამდე, სწორედ პოლიტიკური სუბიექტების უშუალო ჩართულობით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალა“ ქართული მართლმსაჯულების ხელში ჩაგდების მცდელობის შესახებ წერს და დაინტერესებულ მხარედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლობას ასახელებს. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ამ შტოს გაკონტროლება ამერიკის საელჩოს სურს და მიზნის მიღწევას „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტით ცდილობს.