პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერების დისკუსიაში -

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ლიდერების დისკუსიაში - "მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების დისკუსიაში - „მოლაპარაკებები ახალი ენერგორეალობის თაობაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართა.

დისკუსიის მონაწილე ლიდერებმა მსოფლიოში ენერგოკრიზისის გამომწვევ მიზეზებსა და არსებული გამოწვევის დაძლევის გზებზე იმსჯელეს.