გივი მიქანაძე: ე.წ. ელიტარულ კორუფციულ სისტემას, უშუალოდ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მან და მასთან დაახლოებულმა პირებმა იმ პერიოდში შეიძინეს დიდი ქონება

გივი მიქანაძე: ე.წ. ელიტარულ კორუფციულ სისტემას, უშუალოდ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მან და მასთან დაახლოებულმა პირებმა იმ პერიოდში შეიძინეს დიდი ქონება

ეს არის შავი ფული, კორუფციული მეთოდებით მიღებული თანხები, ეს არის რეკეტით მიღებული თანხები, რომლის სისტემაც სწორედ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა თავისი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უძრავი ქონების საკითხზე საუბრისას.

„ეს ადამიანი ცხოვრობდა კორუმპირებული სისტემის პირობებში, რომელიც მან თავად ჩამოაყალიბა. ეს იყო ე.წ. ელიტარული კორუფციული სისტემა, რომელსაც უშუალოდ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მას და მასთან დაახლოებულ პირებს იმ პერიოდში გაკეთებული აქვთ როგორც ძალიან დიდი ქონებრივი შენაძენები, ასევე ალბათ გარკვეული ფულადი თანხები, რომლებიც არადეკლარირებულია. იმიტომ რომ ეს არის შავი ფული, კორუფციული მეთოდებით მიღებული თანხები, ეს არის რეკეტით მიღებული თანხები, რომლის სისტემაც სწორედ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა თავისი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა მიქანაძემ.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უძრავ ქონებაზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ შავ ფულზე საუბრობენ და არ უკვირთ, რომ სააკაშვილი ქონებას მალავს. „ქრონიკის“ ინფორმაციით კიევის ისტორიულ უბანში ბინა, დეკლარაციაში შეტანილი არ არის, და ეს ქონება გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს, ჟასმინ იასკოს გადაუფორმა.