ახალციხის საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ წევრი, რომელიც 6 თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას არ დასწრებია, შესაძლოა საკრებულოდან გაირიცხოს

ახალციხის საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ წევრი, რომელიც 6 თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას არ დასწრებია, შესაძლოა საკრებულოდან გაირიცხოს

ახალციხის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოჩა ინასარიძე 6 თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას არ დასწრებია, რის გამოც ის შესაძლოა საკრებულოდან გაირიცხოს, - ამის შესახებ imedinews-ს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტაბატაძემ განუცხადა.

„ახალციხის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოჩა ინასარიძე 6 თვის განმავლობაში არც ერთ სხდომას არ დასწრებია, როგორც საკრებულოს, ისე კომისიების სხდომებს და აქედან გამომდინარე დაისვა მისი გარიცხვის საკითხი.

განხილვა იყო იურიდიულ კომისიაში, რომელმაც მხარი დაუჭირა მის გარიცხვას. ახლა საკითხი გადავიდა ბიუროში, შემდეგ კი საკრებულოში გადავა და როდესაც საკრებულო მხარს დაუჭერს ამას, შეუწყდება უფლებამოსილება.

ჩვენი თანამშრომლები ვერ უკავშირდებიან, ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა სხდომას ესწრებოდა „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეც, რომელმაც თქვა, რომ გოჩა ინასარიძე საქართველოშია“, - აცხადებს დავით ტაბატაძე.