ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად - ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს იტყვის და მაგიტომ დააყენეს თავმჯდომარეობის კანდიდატად.
თუ უდიდესი გულის ტკენის ეპიზოდები არ განიცადე, სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის.
მე მოვიყვანე ხაბეიშვილი პარტიაში. ახლა რომ ვაანალიზებ, არ მიკვირს რასაც მიკეთებს, ნახევარ საათში დავითანხმე ვაშაძის პარტიიდან რომ წამოსულიყო და ახლა ვიღაცამ უფრო მომგებიანი წინადადება რომ შესთავაზოს... ადამიანს უბრალოდ ვერ ვცნობ. საზოგადოებამ განსაჯოს - ან სიმართლე ან ტყუილი, ან ზნეობა ან ზნედაცემულობა, ამ არჩევანის წინაშე დადგა დღეს პარტია", - აღნიშნა მელიამ.
ღმერთო შენ გვიშველე!