ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის თბილისის ერთ-ერთ კარგ კლინიკაში, „ვივამედში“ არა ციხეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე მგონია, რომ მას უნდა უმკურნალონ და როგორც პროტოკოლი და წესი მოითხოვს დააბრუნონ იქ, სადაც მან სასჯელი უნდა მოიხადოს ისე, როგორც სხვები“, - აღნიშნა დეპუტატმა.