ბექა დავითულიანი: სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერ ქვეყანას უდრის - ეს ფორმულა თვითონ შექმნეს თავიანთი ქმედებებით და დესტრუქციით

ბექა დავითულიანი: სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერ ქვეყანას უდრის - ეს ფორმულა თვითონ შექმნეს თავიანთი ქმედებებით და დესტრუქციით

ისინი აგერ უკვე ათი წელია ცდილობენ ქვეყანაში რაღაც არიონ და გადაატრიალონ და საბოლოო ჯამში თავის პარტიაში აკეთებენ გადატრიალებას. მეტი ამ პარტიას არავითარი რესურსი არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„თავიანთი ტრადიციული მეთოდებით, ერთმანეთის დისკრედიტაციის, ჩანაწერების გამოგდებით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ჭიდილი როგორც არ უნდა დასრულდეს, ეს ქვეყანა მათი დასუსტებით გაიმარჯვებს, იმიტომ რომ სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ უდრის უფრო ძლიერ ქვეყანას. სამწუხაროდ მათ ეს ფორმულა თვითონ შექმნეს თავიანთი ქმედებებით და დესტრუქციით. თუ ისინი იქნებიან სუსტები და იმედი მაქვს ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, რაც ვიმედოვნებ, გამოიწვევს იმას, რომ მალე აღარ იარსებებენ, შემდეგ შეიძლება უკვე საუბარი სერიოზული ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საჭიროა ქვეყნისთვის. როდესაც გარეთ ყველას იმუნიტეტი გამოუმუშავდა მათი დესტრუქციის მიმართ, ახლა შიგნით დაიწყო ამ პარტიამ თავისი თავის ჭამა. ეს ადრე თუ გვიან, ასე მოხდებოდა. მე პირადად ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ვუჭერ მხარს, რადგან, მისი გამარჯვებით საერთოდ დასამარდება ეს პარტია. ამაზე მეტი რა უნდა დაემართოთ მე არ ვიცი“, - აღნიშნა დავითულიანმა.