ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, დაბლოკოს შოტლანდიაში კანონპროექტი, რომელიც 16 წლის ასაკიდან, მოქალაქეებს სქესის კანონიერი შეცვლის შესაძლებლობას მისცემდა. ამის შესახებ CNN წერს.
შოტლანდიის მდივანი ალისტერ ჯეკი პარლამენტს დღეს განუცხადებს, რომ შოტლანდიის 1998 წლის კანონის 35-ე მუხლის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა აღკვეთს კანონპროექტის გაგზავნას მეფე ჩარლზ III-სთვის სამეფო თანხმობის მისაღებად.
მანამდე შოტლანდიის პარლამენტმა უმრავლესობით (86 39-ის წინააღმდეგ) მიიღო კანონპროექტი, რომელიც ასაკს, რომლიდანაც დოკუმენტებში სქესის შეცვლა იქნება შესაძლებელი, 18-იდან 16 წლამდე ამცირებს. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საკამათო კანონპროექტი, რომელიც შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯენმა რამდენიმე წლის წინ წარადგინა, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებში მოწონება და კრიტიკა გამოიწვია. ერთი დღით ადრე, ათობით დემონსტრანტი შეიკრიბა შოტლანდიის პარლამენტთან, დეპუტატების მიერ ბოლო ცვლილებების განხილვისას. ბევრი მცხოვრები მიიჩნევს, რომ ასეთი კანონი უარყოფითად აისახება გოგონებისა და ქალების უსაფრთხოებაზე. უფრო მეტიც, ასეთი კანონპროექტის მიღება ნიშნავს, რომ შოტლანდიის კანონმდებლობა ახლა დიდი ბრიტანეთისგან განსხვავდება.
კანონპროექტის მიხედვით, „შეძენილი სქესის“ ლეგალური აღიარების მოწმობის აღების მსურველს აღარ მოეთხოვება გენდერული დისფორიის დადასტურებული დიაგნოზი. იურიდიული სქესის შეცვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ მანამდე საჭირო ორი წლის ნაცვლად სასურველ „შეძენილ სფეროში“ მხოლოდ სამი თვე იცხოვრა. არასრულწლოვანთათვის ეს პერიოდი ექვსი თვე იქნება. გადაწყვეტილების განსახილველად კიდევ სამი თვე მიეცემა.
კანონპროექტის მიხედვით, "შეძენილი სქესის" შესახებ ლეგალური აღიარების მოწმობის აღების მსურველს აღარ მოეთხოვება გენდერული დისფორიის დადასტურებული დიაგნოზი. იურიდიული სქესის შეცვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ მანამდე საჭირო ორი წლის ნაცვლად, სასურველ "შეძენილ სქესში" მხოლოდ სამი თვე იცხოვრა. არასრულწლოვანთათვის ეს პერიოდი ექვსი თვე იქნება.