ვანო მერაბიშვილი კითხვებს ისევ გაურბის. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ზაზა გოროზიასთან და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, ფოთში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.
მედიის გამოჩენისთანავე მერაბიშვილმა ჯერ დამალვა სცადა, შემდეგ კი მისი გარემოცვა ეცადა ყოფილი მაღალჩინოსანი ალტერნატიული გასასვლელით გაეყვანათ რესტორნიდან. კამერების გამოჩენას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გაღიზიანება მოჰყვა.
„ქრონიკის“ კითხვა, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლის გავრცელებაში მელიას გუნდი მერაბიშვილის გუნდს ადანაშაულებს, უპასუხოდ დატოვა. ასევე უპასუხოდ დარჩა ვაკეში მომხდარ ინციდენტზე შეკითხვაც - განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი ინციდენტის დროს და რატომ არ აძლევს ჩვენებას გამოძიებას?
მერაბიშვილმა რესტორანი ზაზა გოროზიასთან ერთად დატოცა. თუ რა მიზნით იმყოფებოდა სამეგრელოში მერაბიშვილი, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მერაბიშვილი და გოროზია მუნიციპალიტეტებში თანამოაზრეებთან ერთად, პარტიის აქტივთან ფარულ შეხვედრებს მართავენ, სადაც მთავარი განსახილველი თემა - მოახლოებული ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებია.