ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი მექსიკის სასაზღვრო ქალაქ, ელ პასოში ჩავიდა. ვიზიტისას მან მიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ნიუ-იორკში მიგრანტებისთვის ადგილი არ არის.
ამერიკის იმ შტატებიდან, რომლის მმართველობაშიც რესპუბლიკელები არიან, მიგრანტების დიდი ნაწილი ნიუ-იორკში, ჩიკაგოში და ვაშინგტონში გაგზავნეს. ამან ქალაქში უსახლკაროთა პრობლემა გაამწვავა. ერიკ ადამსის თქმით, მიგრაციის გახშირებული ნაკადი ქალაქს 2 მილიარდამდე დაუჯდება და დამატებითი ხარჯები კიდევ უფრო დააწვება ბიუჯეტის დეფიციტს.
"ნიუ-იორკში მიგრანტებისთვის ადგილი არ არის... დადგა დრო, მთავრობამ თავისი მოვალეობა შეასრულოს", - თქვა მან.
ინფორმაციისთვის, 8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვარი და დატვირთული პორტი დააათვალიერა. ორწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში რეგიონში ეს მისი პირველი ვიზიტია. ვიზიტის მიზეზი მიგრაციული პოლიტიკაა. რესპუბლიკელები ქვეყანაში შემოსული მიგრანტების რეკორდულ რაოდენობაში ბაიდენს ადანაშაულებენ.