პაატა მანჯგალაძე: New York Times-ის სტატიის უარყოფა არ შემიძლია, ამაზე ინფორმაცია არსებობდა, სხვა დეტალური ინფორმაცია მე არ მაქვს

პაატა მანჯგალაძე: New York Times-ის სტატიის უარყოფა არ შემიძლია, ამაზე ინფორმაცია არსებობდა, სხვა დეტალური ინფორმაცია მე არ მაქვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე New York Times-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

„იყო ბევრი საუბარი, რომ ორმაგი დანიშნულების ტვირთებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მიკროჩიპები გადიოდა რუსეთში. ამაზე ინფორმაცია არსებობდა, სხვა დეტალური, უფრო ღრმა ინფორმაცია მე არ მაქვს. მე New York Times-ის სტატიის უარყოფა არ შემიძლია. დარწმუნებულიც ვარ, რომ ბევრ შემთხვევაში ეს შესაძლოა სიმართლე ყოფილიყო“, - ამბობს მანჯგალაძე.

New York Times-ში რუსი ჟურნალისტის, ივან ნეჩეპურენკოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.