ეს არის მოგონილი და თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომელიც მხოლოდ პიარულად და პროპაგანდისტულად ესაჭიროება „ნაცმოძრაობას“ და საქართველოს არაკეთილმოსურნეებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი New York Times-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.
„ვინც საუბრობს იმაზე, რომ საქართველო ვინმეს ეხმარება სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ეს არის ხალხი, ვისაც, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. არცერთი მტკიცებულება და დოკუმენტი იმისა, რომ რაიმე სახით საქართველოდან ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, არ არსებობს. ეს არის მოგონილი და თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომელიც მხოლოდ პიარულად და პროპაგანდისტულად ესაჭიროება „ნაცმოძრაობას“ და საქართველოს არაკეთილმოსურნეებს“, - აცხადებს მათიკაშვილი.
New York Times-ში რუსი ჟურნალისტის, ივან ნეჩეპურენკოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.