მიხეილ სარჯველაძე: ადამიანები ძალიან კარგად იყენებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი პარტიული მიზნებისთვის

მიხეილ სარჯველაძე: ადამიანები ძალიან კარგად იყენებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკუთარი პარტიული მიზნებისთვის

მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 17 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს არ დაესწრება და ვერც კლინიკიდან ჩართვას მოახერხებს, - ამის შესახებ პატიმარი ექსპრეზიდენტის დედამ განაცხადა. გიული ალასანიას თქმით, მიზეზი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს მორიგი დაუსაბუთებელი სპეკულაციაა. „ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლას სასამართლოსა და პრეზიდენტზე. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ამაში ვერავინ ჩაერევა.

„მე მეჩვენება, რომ ყველაფერს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იყენებენ საკუთარი პარტიული მიზნებისთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ყველაფერს ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ისე შეფუთონ ვითარება, რომ, ერთი მხრივ, დრამატული სცენა წარმოაჩინონ და, მეორე მხრივ, არ მოუწიოთ ისეთ კითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც შეეხება მათ შორის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზებს“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.